ქ.თბილისის 47-ე საჯარო
სკოლის დირექტორს
ქალბატონ ირმა ხუციშვილს
დაწყებითი კლასების ხელმძღვანელის
ფატიმა
მაკალათიას
2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრის
წერილობითი ანგარიში
2014-2015
სასწავლო წლის I სემესტრში დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა რამდენიმე
დაგეგმილი სხდომა. ყოველ სხდომაზე ვმსჯელობდით აქტუალურ საკითხებზე და ვცდილობდით,
კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაგვეჭრა არსებული პრობლემები. ასევე პერიოდულად
ორგანიზებას ვუწევდით კათედრის გარკვეულ წევრთა შეხვედრებს.კათედრის წევრების
პერიოდული შეხვედრები შვიდკაცას წევრ-ლია
მერებაშვილთან ,რომლის მიზანიც იყო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ხელშეწყობა. პირველი კლასის პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგები
საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
სასწავლო
წლის დასაწყისში დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და
ეროვნული სასწავლო გეგმა. ყურადღება გავამახვილეთ სწავლა-სწავლების ძირითად
პრინციპებზე, დაწყებითი საფეხურის ძირითად ამოცანებზე, სკოლის საერთო კულტურის
საკითხებზე, მოსწავლის განმავიტარებელი შეფასების სისტემაზე, ძირითად მეთოდიკურ
ორიენტირებზე, კერძოდ: მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე, სწავლა-სწავლების
პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვაზე, გაღრმავებულ სწავლებაზე, რაც
გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი
საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტში განხილვას,
საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას.
მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, დისციპლინას, მოსწავლეთა ჩართულობას.
სექტემბრის
დასაწყისში გავანაწილეთ საათები, შევადგინეთ სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელიც დაამტკიცა პედაგოგიურმა საბჭომ სამეურვეო საბჭოსთან
შეთანხმებით. დადგენილი პროცედურების დაცვით შევარჩიეთ
სახელმძღვანელოები დამხმარე- დამატებითი მასალის სახით.
I-IV კლასებში ეროვნულ-სასწავლო
გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შევიმუშავეთ განმავითარებელი შეფასების
კრიტერიუმები და შემდეგ აკადემიური მიღწევების დონეები და
შეფასების სისტემა გავაცანით როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს.
კათედრაზე ერთობლივად
განვიხილეთ თითოეული საგნის მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და ვისაუბრეთ
სილაბუსების შედგენაზე, რომლებიც რამდენიმე კვირაში ყველა მასწავლებელმა
წარმოადგინა. შევქმენით როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის პორტფოლიოები,
რომლებშიც ჩაიდო მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მასწავლებლებმა შექმნეს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიმართულებების, შედეგებისა და ინდიკატორების
გათვალსწინებით სამოდელო გაკვეთილების ნიმუშები.
დაწყებითი
კლასების კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევდა
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებებს.დირექტორის
ორგანიზებითა და ხელშეწყობით პედაგოგები ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგს,რომელიც ჩატარდა ჩვენს
სკოლაში,სადაც კათედრის წევრებმა შეისწავლეს სადამრიგებლო საათის ჩატარების ახალი
აქტივობები და მეთოდები,ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა წიგნიერებაზე.
დაგეგმილი
განრიგით კათედრაზე მიმდინარეობდა
გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება
გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კათედრა წევრი მარინა რეხვიაშვილი მონაწილეობდა შიდა სასკოლო შემოწმებებში (საკონტროლო წერები,
ტესტირებები),ასევე პედაგოგი მარინა რეხვიაშვილი კათედრაზე ხელმძღვანელობდა
პროექტს „წიგნიერება დაწყებით კლასებში“,რომლის მიზანიც იყო:“ ბავშვი აღმოაჩენს და გაიგებს თითქმის ყველაფერს წიგნის შესახებ და განსაკუთრებული დამოკიდებულება
ჩამოუყალიბდება წიგნის მიმართ“.პროექტის მიზნები
გამართლდა და II-IV კლასის ყველა მოსწავლე დიდი ინტერესით
ჩაება პროექტში.მოსწავლეებმა წაიკითხეს (ასაკობრივი
,ილუსტრირებული და შრიფტის გათვალისწინებით)რეკომენდირებული ნაწარმოებები . ზოგიერთმა
მათგანმა გამოძერწა საყვარელი პერსონბაჟი,ზოგმა ზეპირად შეისწავლა ეპიზოდი,რომელიც
მოეწონა.იყვნენ მოსწავლეები,რომლებმაც პერსონაჟები გაითამაშეს და შესაფერისი ფორმითაც
გამოცხადნენ სკოლაში.რამდენიმემ პლიფჩატიც კი მოამზადა და წაკითხულის პრეზენტაციით წარსდგა კლასელების
წინაშე. ჯგუფებიც კი ჩამოაყალიბა შემდეგი მონაწილეებით:მხატვარი,მწერალი
და ისინი ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა წერილობითი ფორმით წაკითხულ ნაწარმოებზე.ასევე
მოსწავლეებმა ერთმანეთი გამოიწვიეს წიგნების კითხვაში და ვადებიც დაუთქვეს ერთმანეთს.სკოლის
დირექტორმა ისინი შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა.სიგელით წახალისდნენ ასევე იმ მოსწავლეები
,რომლებმაც მიბაძეს სხვა თანაკლასელებს და სცადეს წიგნების კითხვა დაეწყოთ.ამ პროექტში
ხალისით ჩაერთნენ მშობლებიც და დიდი მონდომებით ეძებდნენ წასაკითხ წიგნებს წიგნებს.მესამე კლასელებმა შქმნეს საკლასო ბიბლიოთეკაც!
მოსწავლეები
პირველი სემესტრის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა
სახის ოლიმპიადაში:“მათემატიკის დღე“,“ევერესტი“
და კინგსი“ ქართულ ენაში,მათმატიკასა და ინგლისურში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი
გადავიდა მეორე, მესამე ტურში.მივიღეთ წარმატებული მოსწავლეების დიპლომებიც.
ფინალისტებმა მიიღეს სიგელები.
დაწყებითი კათედრის
მასწავლებლები ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებას:
-პირველი კლასის მშობლებისთვის
გამოცხადდა ღია კარის დღე „შეაფასეთ ჩვენი შესაძლებლობები“.(პედაგოგები:ლ.კანდელაკი,ხ.მამულაშვილი,ქ.მაჭარაშვილი,ნ.ვაჭარაშვილი)
-მეორე
კლასში „შევადგინოთ და ავღწეროთ ცხრილი“-მათემატიკაში.(რ.კანდელაკი)ღია
გაკვეთილი მათემატიკა,ქართულსა და ბუნებისმეტყველებაში(ლ.მერებაშვილი).მათემატიკასა
და ქართულში(ლ.ბახუტაშვილი),ღია გაკვეთილი ქართულ ენაში(რ.კანდელაკი)
-მესამე
კლასში-„უცნაური გაკვეთილი “-ქართული და „ჩვენ პატარა
მათემატიკოსები ვართ_-მათემატიკაში(მეშველიანი),“გააზრებული კითხვა სხვადასხვავ
აქტივობების გამოყენებით(ფ.მაკალათია და ხ.თევზაძე).
მეოთხე
კლასში ჩატარდა საჩვენებელი ინტეგრირებული გაკვეთილი
,ინგლისური-ქართული,რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უცხოელი სტუმარი.
დირექციასთან
შეთანხმებით მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო გასვლითი გაკვეთილები
ბუნებისმეტყველებაში „ მოსწავლე
ახალგაზრდობის სასახლის -პლანეტარიუმში“,ხოლო მეორე კლასის მოსწავლეები
იმყოფებოდნენ-ბოტანიკურ ბაღში.
გასვლითი
გაკვეთილები ხელოვნებაში-საქართველოს ხელოვნების მუზეუმში-(პედაგოგი
მ.თანდილაშვილი) და ფიროსმანის სახლ-მუზეუმში(ა.ქიმუცაძე)
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები დაწყებითი
საფეხურის ყველა კლასში.
საგნები:ქართული-მათემატიკა
ხელოვნება,მათემატიკა-ინგლისური,სახვითი ხელოვნება-ინგლისური.
მესამე
კლასებში საგაკვეთილო პროცესზე გამოყენებულ იქნა ახალი სასწავლო მეთოდი
„შებრუნებული საკლასო ოთახი“-რომელსაც ესწრებოდა მასწავლებელთა სახლის ისტ
მენეჯერი-რუსუდან მარკოზაშვილი(პედაგოგები-ფ.მაკალათია და ხ.თევზაძე)
მესამე
კლასის პედაგოგებმა ფ.მაკალათიამ და ხ.თევზაძემ ისტ-ის გამოყენებით შექმნეს
სასწავლო აქტივობები და თვალსაჩინოებები,ასევე შემეცნებითი თამაშები.
ისინი ასევე
მონაწილეობდნენ მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „საქართველოს
საგანმანათლებლო ტექნოლოგიები“.
კათედრაზე განხორციელდა
მოკლევადიანი სასწავლო პროექტები.
მეორე
კლასში:
„გააზრებული
კითხვა“(ქ.ამილახვარი).
მესამე
კლასში:
„წყლის
ბინადრები“-ფ.მაკალათია
„ოქროსფერი
შემოდგომა საქართველოში“-ფ.მაკალათია
„სივრცული
ფიგურები“-ფ.მაკალათია
„პატარა
მკითხველი“-ფ.მაკალათია(გრძელვადიანი პროექტი,რომელიც დაიწყო პირველი კლასის
მარტის თვიდან.გაგრძელდება მეოთხე კლასის ბოლომდე)
„გამოცანები
გონების ვარჯიშია“-ხ.თევზაძე
„ჭორიკანა
კაჭკაჭი“-ხ.თევზაძე
შემეცნებითი
თამაში“ვის უნდა მილიონი“-ხ.თევზაძე
„ვინ წერს
ლამაზად“-ა.ჭელიძე
მეოთხე
კლასი:
„პატარა
ასტრონომი“-მ.კაპანაძე
„მზე
სიცოცხლის წყაროა“-მ.კაპანაძე
„ჩემი საყვარელი
მხატვარი“-მ.კაპანაძე
„მზის
სისტემა“-მ.რეხვიაშვილი
„ვიცხოვროთ
ჯანსაღი ცხოვრების წესით“-მ.რეხვიაშვილი
„წიგნიერება
ჩვენს კლასში“-მ.რეხვიაშვილი
მასწავლებლებმა
ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბების მიზნით და სადამრიგებლო საათის ფარგლებში მეოთხე კლასის
მოსწავლეები წაიყვანეს კინოსა და თეატრში. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ნახეს
ასაკობრივი და თემატური ფილმები:“აკაკის აკვანი“ და “იავნანამ რა ჰქმნა“.
კათედრაზე
პედაგოგები სწავლის პროცესში აქტიურად იყენებდნენ აუდიო და ვიდეო
მასალებს, ელექტრონულ მასალებს ინტერნეტიდან, სხვადასხვა ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
სასწავლო
წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. დაწერეს
მოსწავლეთა დახასიათებები.
აქტიურად
მიმდინარეობდა პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან,
მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან.სემესტრის ბოლოს პედაგოგები მშობლების წინაშე
წარსდგნენ ღია საჩვენებელი გაკვეთილებითა და ანგარიშით,ხოლო მოსწავლეებისთვის
საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჩატარდა
საახაწლო ზეიმები.
29.12.2014/15
სასწ.წ
ქ.თბილისის 47-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ირმა ხუციშვილს
დაწყებითი კლასების ხელმძღვანელის ფატიმა მაკალათიას
2014-15 სასწავლო წლის II სემესტრის
წერილობითი ანგარიში
დაწყებითი კლასების
კათედრამ მეორე სემესტრში ისევე ,როგორც პირველ სემესტრში განაგრძო ,უმთავრესი პრიორიტეტებისა და ფასეულობების გათვალისწინებით
ესგ-ის მისაღწევ შედეგებზე მუშაობა.
ყველა პედაგოგი ზრუნავდა მოსწავლეებისათვის შეექმნა,კომფორტული და უსაფრთხო გარემო,რათა
შედეგად მიეღოთ პატივისცემასა და ღირსებაზე დამყარებული ურთიერთობები თანატოლებსა და უფროსებს შორის .ამისათვის
ისინი ეფექტურად იყენებდნენ სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის გაკვეთილებზე
ხდებოდა ფილმების ჩვენება და ნაწარმოებების განხილვა ან როლური სცენების გათამაშება,რათა
ბავშვებს უკეთ აღექვათ და გაერჩიათ ცუდი საქციელი კარგისაგან. იმართებოდა დისკუსიები.
ასეთი მუშაობით კათედრაზე შეიქმნა სწავლა აღზრდის ერთიანი სივრცე,რის შედეგადაც მივიღეთ
ჰარმონიულად განვითარებული,ეროვნულ,ჰუმანისტურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე აღზრდილი
პიროვნება.
კათედრაზე მიმდინარეობდა ინტენსიური სწავლება ყველა საგანში. სასწავლო
მეთოდები ორიენტირებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე,მოთხოვნებზე და შესაძლებლობებზე.ხდებოდა
მათი პიროვნული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა , ხელშეწყობა და განვითარება.
შედეგად მივიღეთ “kings-ის ,everest-ის WITS-ის“
ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების დიდი რაოდენობა. არიან სხვადასხვა ეტაპზე გადასულები,ნახევარფინალისტები
და ფინალისტებიც.ბევრმა მათგანმა მიიღო ფასიანი საჩუქარი (ლეპტოპი) და უფასო დასვენება
ანაკლიაში.(საგნები:ქართული,მათემატიკა,ინგლისური).
ასევე “kings’-ის ოლიმპიადის დირექტორის წერილი მიიღეს
პედაგოგებმა:მარინა რეხვიაშვილმა, აზა ქიმუცაძემ და ფატიმა მაკალათიამ,სადაც აღნიშნული
იყო,რომ ისინი საქართველოს წარმატებული მასწავლებლების სიაში მოხვდნენ ,მათი მოსწავლეების
შედეგების მიხედვით.( იხილეთ დანართი).
კათედრაზე დიდი
ყურადღება ეთმობოდა მოსწავლეთა ფიზიკურ და
ესთეტიკურ განვითარებას.პარალელურ კლასებს შორის იმართებოდა სპორტული შეჯიბრები,მოსწავლეებს
უტარდებოდათ გასვლითი გაკვეთილები თეატრებსა და კინოებში.
ყურადღება იყო გამახვილებული
ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი , პატრიოტი და
ტოლერანტი პიროვნების აღზრდაზე,ამისათვის არაერთი მოკლევადიანი,სასწავლო და საგაკვეთილო
პროექტი განხორციელდა.
მთელი წლის განმავლობაში
ხდებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაცია
სასწავლო პროცესში,რათა მიგვეღო მრავალმხრივი სოციალური,სააზროვნო და ინტელექტუალური
უნარებით აღჭურვილი,კონკურენტუნარიანი პიროვნება.
სკოლის დირექტორის
ხელშეწყობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინტელის“ ჯგუფმა
, ჩვენს სკოლაში ,ძველი თბილისის სკოლების,მესამე კლასელი მასწავლებლებისათვის ჩაატარა
36 საათიანი ტრენინგი „პროექტებით სწავლება“(ტრენერი-რუსუდან მარკოზაშვილი,მასწავლებელთა
სახლის ტრენერი).ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდნენ:ფატი მაკალათია,ხათუნა თევზაძე,მარიკა
მეშველიანი,ანა ჭელიძე და ხათუნა ზირაქაშვილი.
კათედრის ჯგუფური
მუშაობით,გამოცდილი პედაგოგის(ტესტების სტრუქტურის დაცვა)მარინა რეხვიაშვილის და საგნის
სპეციალისტების ხელშეწყობით შემუშავდა მესამე კლასის ტესტები,ექსტერნის გამოცდისთვის,რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
I.
მეოთხე კლასის მოსწავლეების მშობლებმა , (დამრიგებელი მარინა
რეხვიაშვილი)მიიღეს მონაწილეობა,ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კვლევაში „კომუნიკაციის
თავისებურებებსა და შედეგების დონეს შორის
კავშირის დადგენა“.(მკვლევარი-ილიას უნივერსიტეტის პროფესორი,ქეთევან მაყაშვილი).
II.
კათედრამ მონაწილეობდა ,აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილ,
სასკოლო პროექტში,რომელსაც დაწყებით კათედრაზე ხელმძღვანელობდა კათედრის ხელმძღვანელი,ფატიმა
მაკალათია.(ვიდეო მასალა ინახება დაწყებითი სწავლების კათედრის ხელმძღვანელთან).
პირველმა კლასელებმა:
მოაწყვეს თავიანთი ხელნაწერების გამოფენა.(ხელმძღვანელი-ქეთევან
მაჭარაშვილი,ლალი კანდელაკი,თამარ ამირეჯიბი
და ხათუნა მამულაშვილი),ხოლო ერთმა პირველმა კლასმა(ნინო ვაჭარაშვილის მოსწავლეებმა
) მოაწყო პოეზიის საღამო, შეისწავლეს და მხატვრულად წაიკითხეს აკაკი წერეთლის საბავშვო
ლექსები.
მეორე კლასელებმა:
დადგეს სცენარი
ნაწყვეტი „თორნიკე ერისთავიდან“.(დამრიგებელი-რუსუდან კანდელაკი).
შეისწავლეს სიმღერის
ისტორია და წარმოადგინეს სიმღერა „სულიკო“(დამრიგებელი-ლია მერებაშვილი და მუსიკის
პედაგოგი,დალი იმერლიშვილი).
წაიკითხეს და გაიაზრეს
ეპიზოდი“აკაკის აკვანი“-დან.(დამრიგებელი-ლელა ბახუტაშვილი)
შეისწავლეს , აკაკი
წერეთლის ლექსები.(დამრიგებელი ხათუნა ღამბაშიძე)
მესამე კლასელებმა:
წარმოადგინეს სპექტაკლი-ეპიზოდი
აკაკი წერეთლის დაბადებიდან და მოაწყვეს გამოფენა „აკაკი წერეთლის ცხოვრება“(დამრიგებელი-ფატი
მაკალათია).
გამოიყენეს მეთოდი
-როლური კითხვა და შემდეგ გაითამაშეს სცენები.“ჩემი თავგადასავალი“,ასევე წარმოადგინეს თოჯინების თეატრი იგავიდან „სარკე“.(პედაგოგი-ხათუნა
თევზაძე)
გააკეთეს კედლის
გაზეთები““ აკაკის ცხოვრება და შემოქმედებაზე,გამოფინეს და თანაკლასელებს გაუზიარეს
ცოდნა.(პედაგოგი-ხათუნა ზირაქაშვილი)
მეოთხე კლასელებმა:
მოეწყო პოეზიის
საღამო-(პედაგოგი-აზა ქიმუცაძე)
დაიდგა ეპიზოდი
ჩემი თავგადასავალიდან „აკაკის აკვანი“ სიმღერა „იავნანა“კოსტუმირებული წარმოდგენა(პედაგოგი-მარინა
კაპანაძე).
მოეწყო კონფერენცია ემაზე აკაკი წერეთლის ცხოვრება და
შემოქმედება,მოსწავლეებმა შექმნეს გაზეთები.(პედაგოგები -ლია გულიაშვილი და რუსუდან
თათარაძე).
III.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, სრულიად საქართველოს
საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში- „მეორე სიცოცხლე“.
IV.
სკოლის დირექტორის ხელშეწყობით მოეწყო შეხვედრა ავღანეთში მებრძოლ
ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს შორის,ჯარისკაცებმა ბავშვებს მოუტანეს წერილების პასუხები,რომელიც სასწავლო
წლის დასაწყისში მოსწავლეებმა გაუგზავნეს ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებს.
V.
ჩვენი კათედრის წევრი ხათუნა თევზაძე,ცოდნის ურთიერთგაზიარების
მიზნით მოწყობილ კონფერენციაში მონაწილეობდა,თემით“ისწავლე ჩემთან ერთად”.კონფერენციის
ორგანიზატორი,ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა.
VI.
სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა ხუციშვილი, მესამე კლასის
მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ხათუნა თევზაძე ,მონაწილეობდნენ ტელეგადაცემა
„P.S”-ის გადაცემაში“ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“,რომელიც ეძღვნებოდა დაუნის სინდრომით
დაავადებულ ბავშვებს.
VII.
დაწყებითი კათედრის
ხელმძღვანელი მონაწილეობდა ,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამუშაო შეხვედრაში.განსახილველი საკითხი,“მასწავლებელთა საქმიანების გარე
შეფასება“,რომლის პრეზენტაციაც ,შემდგომში,მოეწყო ჩვენს სკოლაში.
VIII.
მშობლებისა და
მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ,მესამე კლასის მშობლებში მოეწყო გამოკითხვა თემაზე-“შემი
შვილის მასწავლებლის დადებითი და უარყოფითი თვისებები“.(დამრიგებელი-ფატი მაკალათია)
IX.
კათედრაზე განხორციელდა
პროექტები:
პირველ
კლასებში:
„დედა ენა და იაკობ გოგებაშვილი“-თამარ ამირეჯიბი
მეორე კლასებში:
„ვწეროთ ლამაზად“-ლელა ბახუტაშვილი;
„მათემატიკა ეგვიპტის პირამიდებში“-რუსუდან კანდელაკი;
„კითხვა დეკოდირების გარეშე“-ქეთევან ამილახვარი;
ეკოლოგია და მოქალაქეობრივი ცნობიერება“-ლია მერებაშვილი;
წიგნიერება-ხათუნა ღამბაშიძე.
მესამე
კლასებში:
-„ბუნება ჩვენს
გარშემო“-ხათუნა ზირაქაშვილი;
-გრძელვადიანი პროექტი პატარა მკითხველი“ მეოთხე ეტაპი-ფატიმა
მაკალათია;
-„ბუნებრივი სტიქიური მოვლენები“-ფატიმა მაკალათია;
-„ჩემი ჩანთის საიდუმლო“-ხათუნა თევზაძე
--„ისწავლე ჩემთან ერთად“-ხათუნა თევზაძე“;
-„მწერების სარგებლიანობა ბუნებაში“-მარიკა მეშველიანი.
მეოთხე
კლასებში:
„ნატურმორტი“-ლია გულიაშვილი;
„ვენის კლასიკოსები“-ლია გულიაშვილი;
„კვლევები და აღმოჩენები ბუნებაში“-მარინა რეხვიაშვილი;
„გავუფრთხილდეთ გარემოს“,“მოგზაურები“,“სწორი კვება“,დავიცვათ
გარემო“,“ტროა“,მონაცემთა შეგროვება და გაზიარება“-მარინა კაპანაძე.
X. კათედრაზე
მოეწყო ღონისძიებები:
- პირველ კლასებში-ანბანის გაცილება;(პედაგოგები:ლალი
კანდელაკი,ქეთევან მაჭავარიანი,ნინო ვაჭარაშვილი,ხათუნა მამულაშვილი)
მეორე კლასებში:
დედის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება(ლელა ბახუტაშვილი)
დედის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება(ქეთევან ამილახვარი)
დადგა გაზაფხული(ხათუნა
ღამბაშიძე)
მესამე კლასებში:
დედის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება(ფატიმა მაკალათია)
-შემეცნებითი ღონისძიება ესგ-ს მისაღწევი კრიტერიუმების
მიხედვით „რა? სად? როდის? ყველა საგანში კომბინირებული კითხვებით.
გააზრების შესამოწმებლად წაკითხული ნაწარმოების „გატეხილი
ლარნაკი“დისკუსია.(ფატიმა მაკალათია)
სასარგებლო მწერები(მარიკა
მეშველიანი)
თოჯინების თეატრი(ანა
ჭელიძე)
დედის დღე(ანა ჭელიძე)
მეოთხე ლკასებში:
ვემშვიდობებით მეოთხე
კლასს და პირველ მასწავლებელს(ლია გულიაშვილი)
შემეჩნებით გასართობი
ღონისძიება „ცხრაკლიტული“ (მარინა რეხვიაშვილი)
ვემშვიდობებით მეოთხე
კლასს და პირველ მასწავლებელს(მარინა თანდილაშვილი)
ვემშვიდობებით მეოთხე
კლასს და პირველ მასწავლებელს(რუსუდან თათარაძე)
ვემშვიდობებით მეოთხე
კლასს და პირველ მასწავლებელს(მარინა კაპანაძე)
ვემშვიდობებით მეოთხე
კლასს და პირველ მასწავლებელს(აზა ქიმუცაძე)
XI.სასწავლო პროცესის ხარისხის შემოწმებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების
მიზნით მოეწყო ღია გაკვეთილები საგნებში
: ქართული ენა, მათემატიკა,ბუნება,მუსიკა ,ხელოვნებასა და ქართულში.
მონაწილე პედაგოგები:მარინა კაპანაძე,ლია გულიაშვილი,მარინა
თანდილაშვილი,ქეთევან ამილახვარი,ნინო ვაჭარაშვილი,მარი ნინუა,დალი იმერლიშვილი,ხათუნა
ღამბაშიძე
ასევე პედაგოგები მშობლების წინაშე წარსდგნენ წლიური ანგარიშებით: გამოცხადდა ღია კარის
კვირეული.მონაწილე პპედაგოგები:ლია მერებაშვილი,თამარ ამორეჯიბი,ლელა ბახუტაშვილი,ფატი
მაკალათია,ქეთევან მაჭარაშვილი,ხათუნა მამულაშვილი,რუსუდან კანდელაკი,მეშველიანი მარიკა,ჭელიძე
ანა,თევზაძე ხათუნა,რეხვიაშვილი მარინა,კაპანაძე მარინა,თათარაძე რუსუდანი.
პირველი
და მეორე სემესტრების ბოლოს დაწყებითი კათედრის მასწავლებლები ატარებდნენ
სხვადასხვა ღონისძიებას: ღია და გასვლით გაკვეთილებს, ინტეგრირებულ
გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებსა და კედლის გაზეთებს. სწავლის
პროცესში აქტიურად იყენებდნენ აუდიო და ვიდეო მასალებს, ელექტრონულ მასალებს
ინტერნეტიდან, სხვადასხვა ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
სასწავლო
წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ
შეავსეს მოსწავლის პირადი საქმე, სადაც დადგენილი ნორმებისა და პროცედურების
დაცვით დეტალურად აღინიშნა მოსწავლის სოციალური და ინტელექტუალური უნარები.
აქტიურად
მიმდინარეობდა პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან,
მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან.
წლის ბოლოს მოეწყო ექსკურსიები სხვადასხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს
შემოქმედებით გაკვეთილს, გადატანილს ბუნებაში.
კათედრის ხელმძღვანელი- ფატიმა მაკალათია
16.06 / 2014/15 სასწავლო წელი
სასწავლო პროცეზზე გამოყენებული მეთოდები
ანგარიში
მოსწავლეზეორიენტირებულიინოვაციურისაგანმანათლებლომეთოდებისადააქტივობებისგამოყენებამნიშვნელოვანროლსასრულებსმაღალისააზროვნოუნარების: ანალიზისადასინთეზის, კრიტიკულიაზროვნების, პრობლემისგადაჭრისადაგადაწყვეტილებისმიღების, შემოქმედებითობისგანვითარებაში.ამ უნარების განვითარება იწყება დაწყებითი კლასებიდან
სანამ ავირჩევდეთ სასწავლო მეთოდებს სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ვითრვალიწინებთ მოსწავლეთა ცოდნას,უნარებს,შესაძლებლობებს და გამოცდილებას.ვითვალისწინებთ რა ზემოთხსენებულ რჩევებს47-ე საჯარო სკოლისმასწავლებისათვის უმთავრესი საზრუნავი ამ უმნიშვნელოვანესი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ინტენსიურად ვიყენებთ მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარების გათვალისწინებით მორგებულინტერაქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდებსა და აქტივობებს,სწავლების სამივე საფეხურზე,თიტოეულ საგანში.
მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი სახალისო ,რომ გავხადოთ და ვასწავლოთ მათ სწავლა წარმოგიდგენთ იმ მეთოდებისა და აქტივობების ჩამონათვალს,რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გახალისებას,სწავლის მოტივაციის ამაღლებას,დამოკიდებულებებისა და ღირებულებების უკეთ ჩამოყალიბებას .
ჩვენ მიერ გამოყენებული სწავლა-სწავლებისერთ-ერთიასეთიკომპლექსურიმეთოდია,,დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ’’. მასშიგაერთიანებულიასამიეტაპი, რომელიცხელსუწყობსვიზუალურიწიგნიერების, ტექსტისანალიზისადადეტალურიაღწერისპროცესს.
ზოგჯერ წინასაანბანო , კითხვის სწავლების საწყისსა და გავარჯიშების ეტაპზე ვიყენებთ მეთოდს-„სიტყვებისა და ნახატების დაწყვილება.
სწავლებისდაწყებითსაფეხურზეყალიბდებაფონოლოგიურიუნარ-ჩვევები:მარცვლებისგანსიტყვების, ხოლოსიტყვებისგანწინადადებებისაწყობადამათიგაგება-გააზრება. პროცესისირთულეებთანარისდაკავშირებული, ამიტომმასწავლებლებიხშირადმივმართავთთამაშებს, რომლებიცხელსუწყობს მოსწავლეთამოტივაციისამაღლებას. მოსწავლეებს ამ უნარების გასავითარებლად ვთავაზობთთამაშს,,მხიარულიბანქო’’.
ლექსიკურიმარაგისგამდიდრებისთვის ვიყენებთ მეთოდს„იდუმალი ყუთი“
ბავშვებსგანსაკუთრებითმოსწონთ ,,იდუმალიყუთი’’. ლამაზადშეფუთულყუთშიმოსწავლეებისგანფარულადვაწყობთნივთებს, რომლისცნობადადახასიათებამათარგაუჭირდებათ.
ასევე ერთ-ერთიაქტივობაა,,ჩემიწიგნის 5 წუთი’’. საკუთარიგემოვნებითშერჩეულწიგნებსმოსწავლეებიდამასწავლებელიყოველგაკვეთილზეკითხულობენ 5 წუთისგანმავლობაში. (ამას ძირითადად ვიყენებთ სადამრიგებლო საათის დროს)
ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ „სამგანზომილებიანიმინიატურულიმოდელის-დიორამისშექმნა“.იგიხელსუწყობსტექსტისგაგება-გააზრებას, შემოქმედებითიაზროვნების, პრეზენტაციისადასოციალურიუნარებისგანვითარებას.ამაღლებსმოტივაციას, სახალისოსხდისსასწავლოპროცესს. სამუშაოსსირთულიდანგამომდინარე, რამდენიმედღითადრევიწყებთსაჭირომასალებისმომარაგებას. მოსწავლეებსვუკითხავთტექსტს, ვსვამთკითხვებს, ბავშვებიგამოთქვამენვარაუდებს, ტექსტსყოფენეპიზოდებადდაასათაურებენ. შემდეგიწყებაწყვილებშიმუშაობა.
ვიყენებთ ,,როლურთამაშებს’’,რადგანამდროსხდებაინდივიდისპრობლემისემოციურდონეზეგათავისება,საკითხისღრმაწვდომადახანგრძლივიდროითდამახსოვრება, თანაგანცდა, წარმოსახვისუნარისგანვითარება, ინფორმაციისშეფასებადაორგანიზება, ანალიტიკურიდაკრიტიკულიაზროვნებისგანვითარება.
ხშირად ,,როლურითამაშების’’ დასრულებისშემდეგ,ჩატარებულისამუშაოსშეჯამება-განხილვისთვის,წინასწარშემუშავებულიწესებისდაცვით ვმართავთ დისკუსიას.
ვინაიდან მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში განსხვავებული ტიპის ტექსტებზე უწევთ მუშაობა , წვდომის ეტაპზე , ვიყენებთ მეთოდს „ნიშნების დასმა“ ,რომელიც გამოიყენება,როგორც მხატვრულ ასევე საინფორმაციოტექსტის დამუშავებისას.
ტექსტის სტრუქტურაზე სამუშაოდ , წაკითხულის გააზრების მიზნით, ვიყენებთ მეთოდს „ ტექსტის ჩარჩოები“.
მოსწავლეთა მოტივირება,ტექსტის კითხვაში ბევრი მოსწავლის ერთად ჩართვა;ტექსტის ინტერპრეტაციაში დახმარების გაწევა უშუალოდ ინფორმაციის მიღების პროცესში.ამ მიზნით ვიყენებთ კითხვის სტრატეგიებიდან მეთოდს „მკითხველის თეატრი“.
რთული ტექსტების დასამუშავებლად ვიყენებთ მეთოდს„პაუზებით კითხვა“ .
მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად,ურთიერთშეფასება და თვითშეფასება საუკეთესო საშუალებაა.ამ უნარების განვითარების ხელშესაწყობად ვიყენებთ მეთოდს’ რა მასწავლა მეგობარმა?“ იგი გვეხმარება ენობრივ - გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების,ნაწერის რედაქტირების ,ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების უნარების გამომუშავებაში.
დაწყებით საფეხურზე წერის სწავლებისთვის უამრავიეფექტურიმეთოდი არსებობს.ჩვენ ვიყენებთ მეთოდს „წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით“.ამ ქარგებს მოსწავლეებისთვის წინასწარ ვამზადებთ .ესენია:
სიტყვებში გამოტოვებული ასოების ჩაწერა;
სურათების დასათაურება მას მერე რაც მოსწავლე ამოიცნობს წინადადების შესაბამისობას ნახატებთან;
კროსვორდების შევსება;
სიტყვათა დაჯგუფება (რუბრიკების,ანბანის მიხედვით);
წინადადებების დასრულება (მოსწავლეს ვაძლევთ დაწყებულ ფრაზას და დასრულების ალტერნატიულ ვარიანტებს.)
წინადადების დასრულება(დაასრულებს წაკითხული ტექსტის საფუძველზე);
აწყობილი ტექსტის გადაწერა (კომიქსის სწავლებისას);
წინადადებების შედგენა სურათების მიხედსვით და ერთ სიუჟეტად შეკვრა;
წიგნების შექმნა.
„ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის(წინადადებების) შედგენა.“
„წერა მაგიდის ირგვლივ“.
„პირამიდული ისტორია“.
ახალი მასალის ცოდნის გამყარების ,ყურადღების კონცენტრაციის უნარის ჩამოყალიბების და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით ვიყენებთ მეთოდს „სინონიმთა და ანტონიმთა წრეს“
მოსწავლეებს უჭირთ მოსმენილი თუ წაკითხული ინფორმაციის როგორც წერილობით,ასევე ზეპირად გადმოცემა.“თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით“ მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო მეთოდია ამ პორობლემების გადასაჭრელად.
ტექსტის შეჯამება , რეზიუმირება,კონკრეტული ეპიზოდის შინაარსის მოკლედ,ლაკონურად გადმოცემა, ის მთავარი უნარებია,რომელთაგანვითარებაზეც დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ვიზრუნოთ.მეთოდი „დაასათაურე ეპიზოდი და გადმოეცი მისი მოკლე შინაარსი“.გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
ანალიტიკური და ლოგიკური უნარ-ჩვევები, აუცილებელია ჰუმანიტარული,საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების შესასწავლად, ამ უნარების გასავითარებლად ვიყენებთ მეთოდს, „გრაფიკული მაორგანიზებელი:მიზეზ შედეგობრივი სქემა“
მოსწავლეებს დაწყებითი სწავლების საფეხურიდანვე ვაჩვევთ სიტყვებზე და სიტყვებთან ურთიერთობას ,რომლის შედეგადაც ისინი აქტიურ მკითხველებად ყალიბდებიან.სიტყვებზე მუშაობა მშრალ,მოსაწყენ,ერთფეროვან სამუშაო პროცესად,რომ არ იქცეს,განწყობისა და გამოწვევის მიზნით ვიყენებთ მეთოდს,“საჭირო სიტყვათა ნუსხა“ და მეთოდს „ვიცოდი,ვისწავლე და მინდა ვიცოდე“.
ჩენი სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრა იყენებს მრავალფეროვან მეთოდებს, რომელთა ინტეგრირებაც ხდება სხვადასხვა საგნებთან.ასეთი გაკვეთილები ტარდება თვეში 4-5 -ჯერ.რომლის ჩატარების შედეგად მოსწავლეები კარგად იაზრებენ,თუ როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ცხოვრებაში .ეს პროცესი უწყეტია.
ინტეგრირებულ საგანთა და გამოყენებული მეთოდების თემატური ჩამონათვალი:
ინტეგრირებული საგნები
|
მეთოდი
|
თემა
|
ისტორია- ქართული
|
1.„გრაფიკული მაორგანიზებელი:მიზეზშედეგობრივი სქემა“
2.„ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა“ვინ?სად?რა?როდის?რატომ?
დ/კათედრის ინტეგრირება ისტორიის კათედრასთან.
3.SQ4R-„გადახედე,დასვი შეკითხვები,წაიკითხე,გადმოეცი,განიხილე,დააკავშირე“.
|
სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
ი.გოგებაშვილის-„სამასი თავდადებული გლეხი“,“ცხრა ძმა ხერხეულიძე“,“თმარ მეფე“,“რუქნადინის დამარცხება“
შ.ბადრიძე“მეფე მწიგნობარი“
|
ქართული -ხელოვნება-ბუნება
|
„დაასათაურე,დახატე , ეპიზოდი და გადმოეცი მისი მოკლე შინაარსი“
,,დავხატოთ-აღვწეროთ-დავწეროთ’’
ბუნებაში სწავლა-მიზნობრივი გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.
|
ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანის შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური განვითარებისათვის;„წელიწადის დროები“,
ირ ევდოშვილის-„რას გალობს შაშვი?“
ა.კალანდაძის“შემოვლენ როკვით“
გ.ტოგონიძის „ბალახის სიმღერა“
მ.ბოლქვაძე-„დარის ღრუბელი“
ხალხური ლექსი-„ცა და დედამიწა“
ლ.ბოცვაძის“ ყვავილების ნადიმი“
შ.ნიშნიანიძის ლექსიდან ნაწყვეტი“ვაზის სიმფონია
ლეონარდო და ვინჩი“ვაზი და გლეხკაცი“
|
ქართული-ბუნება
|
პროექტზე მუშაობა
|
ესტონური ხალხური ზღაპარი „რატომ დამუნჯდნენ ხეები?
გ.ტოგონიძის მოთხრობა-ჭიანჭველა და ფუტკარი“
ი.კრილოვი-„ჭიანჭველა და ფუტკარი“
ლ.ჭიჭინაძე-„გიას ნამყენი“
|
ქართული -მუსიკა
|
„მუსიკალურ კიბეზე სიმღერით ასვლა და ჩამოსვლა“
|
შვიდი მხიარული ნოტი
გ.ვარაზანაშვილის-„ვიოლინო“
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий